საქართველოს ჩემპიონატი პულში (8-იანი) იუნიორებს შორის (U-18)

2-3 მაისს ქ.თბილისში, საბილიარდე კლუბში "ბილი რუმი" ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი პულში (8-იანი) იუნიორებს შორის (U-18). საპრიზო ადგილებისათვის იბრძოდა 24 მობილიარდე. აჭარა წარმოდგენილი იყო ორი სპორტსმენით - ლევან კიკალიშვილითა და ალექსანდრე სოლომონიძით.

სიამოვნებით გვინდა ავღნიშნოთ, რომ ორივე მათგანმა ფინალამდე დაუმარცხებლად იასპარეზა. "ბათუმური" ფინალი დამთავრდა 6:3 ლევან კიკალიშვილის სასარგებლოდ.

გამარჯვებული სპორტსმენი ბილიარდის ეროვნული ფედერაციის დაფინანსებით გაემგზავრება პოლონეთის ქალაქ გდანსკში 4-7 ივნისს დანიშნულ ბილიარდის ფესტივალში. ფინალისტის, ალექსანდრე სოლომონიძის გამგზავრებას გდანსკში უზრუნველყოფს აჭარის ბილიარდის ფედერაცია აჭარის სპორტის დეპარტამენტის დაფინანსებით.

Facebook-ზე გაზიარება
Facebook-ზე გაზიარება