ნუგზარ თებიძე ევროპის თასის II ეტაპის ვერცხლის მედალოსანია

🎱 ესპანეთის ქალაქი ალიკანტე სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა ევროპის თასის II ეტაპს სენიორთა შორის კომბინირებულ პირამიდაში.
✨ ეროვნული ფედერაცია ამ ტურნირზე ორი მობილიარდით იყო წარმოდგენილი — ლაშა გიგაური (თელავი) და ნუგზარ თებიძე (ბათუმი).
🥈 ორივე მობილიარდე დამარცხების გარეშე მივიდა მეოთხედფინალამდე, სადაც, სამწუხაროდ, ლაშა გიგაური დამარცხდა, ხოლო ნუგზარ თებიძემ ზედიზედ დაამარცხა გერმანელი და უკრაინელი მობილიარდეები, რის შემდეგაც ფინალური შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში დათმო.
📣 აღსანიშნავია, რომ ეს აჭარის ნაკრების მიერ მოპოვებული პირველი მედალია სენიორთა ევროპის თასზე.

Facebook-ზე გაზიარება
Facebook-ზე გაზიარება