ბათუმში, საბილიარდე კლუბში "პირამიდა" სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა პულში (14+1). 31 მობილიარდე საქართველოს რეგიონებიდან იბრძვის გამარჯვებისათვის. ჩემპიონატი ტარდება აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და ბილიარდის ეროვნული ფედერაციის დაფინანსებით.