გიორგი დიმიტრაძე - EEBC Pyramid Cup 2026-ის გამარჯვებული
20.04.20262026 წლის 18-20 აპრილს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ პირამიდაში EEBC Pyramid Cup, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აჭარის ნაკრები გუნდის წევრმა, სპორტის ოსტატმა გიორგი დიმიტრაძემ. გიორგიმ ბრწყინვალედ იასპარეზა, მერვედფინალში მარცხის შემდეგ ქვედა ბადიდან გადავიდა მეოთხედფინალში, მოიგო 4:3 სენიორთა ევროპის თასის პრაღის ეტაპის გამარჯვებულ იური სვიტკოვსკისთან, შემდეგ ნახევარფინალში 5:1 დაამარცხა გერმანელი მაქს ტიმეტსი, ხოლო ფინალში ასევე 5:1 მოუგო ჩეხ დმიტრო დმიტროვს და EEBC-ის თასს დაეუფლა.
