სენიორთა შორის პირველი ევროტურის გამარჯვებული
25.07.2024არიიის! სენიორთა შორის პირველი ევროტურის გამარჯვებული პაატა ხმალაძე გახდა! ტურნირი, რომელშიც 50-მდე მობილიარდე მონაწილეობდა 12 ქვეყნიდან, დაძაბულად წარიმართა. 16 საუკეთესოში სამი ქართველი მობილიარდე მოხვდა, მათ შორის ორი ბათუმელი. პაატამ წარმატებით გაიარა მეოთხედფინალი და ნახევარფინალი, ხოლო ფინალში 5:4 დაამარცხა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი ფინეთიდან პეტრი პოხიოლა. ეს ქართული ბილიარდის კიდევ ერთი გამარჯვებაა!
