Best of the East 2025
10.06.20256-8 ივნისს ბათუმი, კვლავ მასპინძლობდა, აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით უკვე ტრადიციულად ქცეულ აჭარის თასის გათამაშებას პულში (სახეობა 9-იანი). EEBC-ის ეგიდით ჩატარებულმა ტურნირმა დიდი ინტერესი გამოიწვია მობილიარდეებში - მონაწილეთა კვოტა (84 კაცი) შეივსო ტურნირის დაწყებამდე ორი კვირით ადრე. საბოლოოდ ტურნირში მონაწილეობა მიიღო 88 სპორტსმენმა 10 ქვეყნიდან. ინტერესი იმანაც გააძლიერა, რომ EEBC-ის მიერ ტურნირისთვის Best of the East-ის კატეგორიის მინიჭებით ის სარეიტინგო გახდა. ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა მარიუშ სკონეჩნი პოლონეთიდან, რომელმაც ფინალში დაამარცხა სლოვაკი ჯაკუბ კონიარი. მესამე ადგილებზე გავიდნენ პოლონელი დომენიკ იასტრები და სლოვაკი ბალას კიოლესი. ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებისათვის აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტს EEBC-ის პრეზიდენტმა მარჩინ კრჟემინსკიმ გადასცა სპეციალური თასი და EEBC-ის მედალი.
