საქართველოს ჩემპიონატი პულში, სახეობა 8-ნი
22.03.2025ქ.თბილისში დღეს დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი პულში (სახეობა 8-იანი), რომელშიც აჭარის ნაკრები გუნდი ექვსი მოთამაშითაა წარმოდგენილი. კენჭისყრა არახელსაყრელი აღმოჩნდა ჩვენი სპორტსმენებისათვის - პირველივე ტურში ოთხი ბათუმელი ერთმანეთს შეხვდა, ხოლო მეორე ტურიდან ჩემპიონატს გამოეთიშა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა მოდებაძე, რომელიც ასევე ბათუმელ გიორგი დიმიტრაძესთან დამარცხდა. სამაგიეროდ იმარჯვეს ჩვენი გუნდის ახალბედებმა, 12 წლის ალექსი სოლომონიძემ და 13 წლის ლევან კიკალიშვილმა, რომლებმაც ორ-ორი შეხვედრა მოიგეს და ხვალ მერვედფინალში ვიხილავთ. მერვედფინალში ასევე იბრძოლებენ გიორგი დიმიტრაძე და რუსლან თებიძეც.
