25-27 მარტს საბილიარდე კლუბი "პირამიდა" (ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 73) უმასპინძლებს აჭარის ჩემპიონატს "დინამიურ პირამიდაში".
ჩემპიონატი ტარდება აჭარის სპორტის დეპარტამენტის დაფინანსებით და მისი შედეგების მიხედვით შედგება აჭარის ნაკრები გუნდი, რომელიც 29-31 მარტს მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჩემპიონატში ქ.თელავში.
ჩემპიონატის მონაწილეებს ვთხოვთ დროულად გაიარონ რეგისტრაცია. კენჭისყრა 24.03.2025წ., 19:00.
აჭარის ჩემპიონატი დინამიურ პირამიდაში