აჭარის ჩემპიონატი პულში (სახეობა 8-იანი)

30.03.2024
30-31 მარტს ბათუმში, საბილიარდე კლუბში "პირამიდა", ჩატარდა აჭარის ჩემპიონატი პულში (სახეობა 8-იანი). ჩემპიონატმა საინტერესოდ ჩაიარა, იყო მოულოდნელობებიც. აჭარის ჩემპიონი პირველად გახდა ლაშა მოდებაძე, მეორე ადგილზე გავიდა ვახტანგ რუხაძე, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ ძმები - გიორგი და გელა დიმიტრაძეები. 6 უძლიერესი პულისტი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც 6-7 აპრილს გაიმართება ქ.თბილისში. 2024 წელი
< უკან დაბრუნება