ევროტური სენიორ მობილიარდეთა შორის (40+)

25.01.2025
25 იანვარს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში სტარტი აიღო ევროტურმა სენიორ მობილიარდეთა შორის (40+). ტურნირში 60-ზე მეტი მობილიარდე მონაწილეობს ცხრა ქვეყნიდან. საქართველოს ნაკრებმა გუნდმა ლაშა გიგაურის (თელავი), გიორგი ჭეხაშვილის (თბილისი) და მანუჩარ მოწყობილის (ბათუმი) შემადგენლობით წარმატებით აიღო სტარტი. გიორგი და მანუჩარი უკვე 1/16-ფინალში არიან, ხოლო ლაშა ხვალ დილით თამაშობს ოლიმპიურ 32 კაცში გასასვლელ მატჩს.
< უკან დაბრუნება