საქართველოს ჩემპიონატი ვეტერან მობილიარდეთა შორის (60+)

18.01.2025
18-19 იანვარს თბილისში, საბილიარდე კლუბში "KIT CLUB" ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ვეტერან მობილიარდეთა შორის (60+). კომპანია Europe Georgia Consulting LLC-ს პატრონაჟით ორგანიზებული ჩემპიონატის გამარჯვებულებია: თემურ კახიძე, აჭარა, პირველი ადგილი; როსტომ მაჩაიძე, თბილისი, მეორე ადგილი; კახა გიგაური და ვახტანგ შანიძე (ორივე თბილისი) ბრინჯაოს პრიზიორებია. ვეტერანთა შემდეგ ჩემპიონატს, ტრადიციულად, შემოდგომაზე ბათუმი უმასპინძლებს.
< უკან დაბრუნება