საქართველოს ღია პირველობა ვეტერან მობილიარდეთა შორის
27.10.2023აჭარის სპორტის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული, კიდევ ერთი ტრადიციული ტურნირი დაიწყო დღეს ბათუმში - საქართველოს ღია პირველობა ვეტერან მობილიარდეთა შორის. 20-მდე ვეტერანი თბილისიდან, ქუთაისიდან, თელავიდან, ახალციხიდან, რუსთავიდან, სენაკიდან და ბათუმიდან იბრძოლებს საპრიზო ადგილებისათვის. ხვალ მეოთხედფინალები და ნახევარფინალებია, ზეგ 14 საათზე კი ფინალი.
