ღია პირველობას ვეტერან (60+) მობილიარდეთა შორის

04.10.2024
ბათუმი 4-6 ოქტომბერს მასპინძლობს საქართველოს ღია პირველობას ვეტერან (60+) მობილიარდეთა შორის. 20 ვეტერანი თბილისიდან, რუსთავიდან, თელავიდან, ქუთაისიდან, სენაკიდან, ახალციხიდან და ბათუმიდან ერთმანეთს ეცილება საქართველოს ჩემპიონობას. სურათზე ხედავთ თბილისელ მურმან ერქომაიშვილს (88 წლის) და ქუთაისელ ვიტალი მაღლაფერიძეს (78 წლის). ხვალ მეოთხედფინალები და ნახევარფინალებია, ფინალი კვირას, 13 საათზე დაიწყება.
< უკან დაბრუნება