მიხეილ კილაძემ ევროპის თასის III ეტაპზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოში დასრულებულ ევროპის თასის მესამე ეტაპზე კომბინირებულ პირამიდაში სენიორთა შორის წარმატებით იასპარეზა ქართველმა მობილიარდემ მიხეილ კილაძემ, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 🥉
ტურნირში ცხრა ქვეყნიდან 64 სპორტსმენი მონაწილეობდა, რომელთა შორის სამი ქართველი მობილიარდე საუკეთესო რვა მოთამაშეს შორის მოხვდა.
🎱 დღესვე ბაქოში დაიწყო წლის მთავარი ღონისძიება — ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ პირამიდაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავი სტარტი აიღო.
გიორგი დიმიტრაძეს ეკუთვნის ჩემპიონატზე პირველი მოგებული შეხვედრა — მან აზერბაიჯანელი მეტოქე ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
მეორე გამარჯვებაც საქართველოს ნაკრების ანგარიშზეა — სანდრო ჩიტაიამ მეტოქე 5:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
🇬🇪 წარმატებას ვუსურვებთ ქართველ მობილიარდეებს!

Facebook-ზე გაზიარება
Facebook-ზე გაზიარება