ბათუმში პულის საერთაშორისო ტურნირი Ajara Cup გრძელდება
🎱 ბათუმში მეორე დღეა გრძელდება პულის საერთაშორისო ტურნირი Ajara Cup, რომელშიც შვიდი ქვეყნიდან 80-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
პირველ დღეს ჯგუფური ეტაპი ჩატარდა. მონაწილეთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა დამატებითი საბილიარდე კლუბის მოძიება, რათა ტურნირის დასრულება ორ დღეში ყოფილიყო შესაძლებელი.
განსაკუთრებული მადლობა საბილიარდე კლუბ Opponent.Batumi-ს ხელმძღვანელობას, რომელმაც უსასყიდლოდ დაგვითმო თავისი სივრცე.
🏆 ჯგუფური ეტაპის შემდეგ გამოვლინდა 40 საუკეთესო სპორტსმენი, რომელთა შორის 23 ქართველია. დღევანდელი დილის შეხვედრების შედეგად კი პლეი-ოფის 32 მონაწილიდან 19 ქართველი მობილიარდეა.
🇬🇪 ეს უკვე კარგი შედეგია, თუმცა წინ მთავარი მიზანია — ველოდებით მედლებს!