დასრულდა სამდღიანი საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ პირამიდაში გაგრძელებით, რომელშიც 32 უძლიერესი ქართველი მობილიარდე მონაწილეობდა. ჩემპიონატი განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა აჭარის ნაკრებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ნაკრები უპირობო ლიდერია საქართველოში კლასიკურ ბილიარდში, გვინდა ავღნიშნოთ, რომ სამივე სინჯის მედალი საქართველოს ჩემპიონატზე პირველად ავიღეთ: გივი ძებნიაური (ოქრო), ნუგზარ თებიძე (ვერცხლი) და ლევან კიკალიშვილი (ბრინჯაო). ასევე ბრინჯაოს პრიზიორია ლაშა გიგაური (თელავი).