ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ პირამიდაში
30.06.2025ევროპის ჩემპიონატამდე (მამაკაცები, ქალები) თავისუფალ პირამიდაში, რომელიც 18-21 ივლისს ქ.ბათუმში, მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში ჩატარდება, 20 დღეზე ნაკლები დარჩა. დღეისათვის დარეგისტრირებულია 73 მობილიარდე 11 ქვეყნიდან! იმედია წელს მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა გვეყოლება! ქართველ მობილიარდეთა საყურადღებოდ: გთხოვთ დროზე დარეგისტრირდეთ, რადგან მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 124 სპორტსმენია.
