საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ პირამიდაში

16.07.2025
მხიარულ ნოტაზე დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ პირამიდაში, რომელიც საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაციისა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის დაფინანსებით ბათუმში, საბილიარდე კლუბ პირამიდაში ჩატარდა. საქართველოს 2025 წლის ჩემპიონი თავისუფალ პირამიდაში თელაველი სპორტის ოსტატი ლაშა გიგაური გახდა, რომელმაც დაძაბულ ფინალში 5:4 დაამარცხა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ბათუმელი სპორტის ოსტატი ვიქტორ ფიფია. ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ ირაკლი ლისაკოვი თბილისიდან და ბათუმელი გიორგი დიმიტრაძე. ქართველი მობილიარდეები საკმაოდ კარგ ფორმაში ხვდებიან 16-21 ივლისს ქ.ბათუმში დაგეგმილ სენიორთა ევროტურსა და ევროპის ჩემპიონატს თავისუფალ პირამიდაში.
Facebook-ზე გაზიარება
Facebook-ზე გაზიარება