ჩეხეთის ქალაქ პარდუბიცეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე Junior Cup, წარმატებით ასპარეზობენ აჭარის ნაკრები გუნდის წევრები ლევან კიკალიშვილი და ალექსი სოლომონიძე.

ორივე, ორ-ორი გამარჯვებით, ჯგუფური ეტაპიდან ძირითად ბადეში გადავიდა!

გავითვალისწინოთ, რომ ეს მათი პირველი გასვლაა უცხოეთში ტურნირზე და წარმატებები ვუსურვოთ!