დასრულდა სამდღიანი "მარათონი" ქალაქ თელავში
19.05.2024დასრულდა სამდღიანი "მარათონი" ქალაქ თელავში, სადაც ქვეყნის 24 საუკეთესო მობილიარდე იბრძოდა საქართველოს ჩემპიონობისათვის "კომბინირებულ პირამიდაში" . აჭარის ნაკრები შეჯიბრებაზე 6 მოთამაშით იყო წარმოდგენილი, რომელთაგან 5 მოხვდა 12 საუკეთესოში, 3 რვა საუკეთესოში, ხოლო გიორგი დიმიტრაძემ დამაჯერებლად - 5:1 მოიგო ფინალური შეხვედრა სანდრო ჩიტაიასთან და საქართველოს 2024 წლის ჩემპიონი გახდა.
