დასრულდა აჭარის ჩემპიონატი კომბინირებულ პირამიდაში

17.06.2023
დასრულდა აჭარის ჩემპიონატი "კომბინირებულ პირამიდაში".

დაძაბულ ფინალში, გამოცდილმა გიორგი დიმიტრაძემ კახაბერ შაქარიშვილთან შეძლო 0:3-დან შეხვედრის შემოტრიალება და გაიმარჯვა 5:3.

მესამე ადგილები დაიკავეს ვახტანგ რუხაძემ და ნუგზარ თებიძემ.

გაირკვა აჭარის ნაკრები გუნდის შემადგენლობა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველობაზე (ბათუმი, 17-19 ივნისი 2023)
Facebook-ზე გაზიარება
Facebook-ზე გაზიარება