დასრულდა აჭარის ჩემპიონატი კომბინირებულ პირამიდაში
05.10.2025დასრულდა აჭარის ჩემპიონატი კომბინირებულ პირამიდაში, რომელიც ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის დაფინანსებით. ნუგზარ თებიძემ ფინალში დაამარცხა მანუჩარ მოწყობილი და კომბინირებულ პირამიდაში და აჭარის 2025 წლის ჩემპიონი გახდა. ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ ლევან კიკალიშვილი და თემურ კახიძე. განსაკუთრებით გვინდა ავღნიშნოთ 15 წლის ლევანის წარმატება, რომელიც მხოლოდ მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა ნახევარფინალში. აჭარის ნაკრები, სპორტის დეპარტამენტის თანადგომით, 9 ოქტომბერს გაემგზავრება ქ.თბილისში, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.
