2023 წელი წარმატებულად დაიწყო აჭარის ბილიარდის ფედერაციის ნაკრები გუნდის ლიდერის, სპორტის ოსტატ გიორგი დიმიტრაძისათვის.
ჯერ იყო მეორე ადგილი საერთაშორისო ტურნირზე "Baltic Pyramide League", შემდეგ ფინალისტობა "KIT OPEN"-ზე, დღეს საღამოს კი ვერცხლის მედალი საქართველოს ჩემპიონატზე პულში 8-იანი.
ვულოცავ საქართველოს უძლიერეს პულისტ დავით ავაკიანს ჩეპიონობას, გიორგის კი წარმატებებს ვუსურვებ მოახლოებულ საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც აპრილში ქ.თელავში შედგება.