AJARA CUP 9-Ball — საერთაშორისო ტურნირი რამდენიმე დღეში!

26.05.2025
სულ რამდენიმე დღე დარჩა საერთაშორისო ტურნირამდე პულში Dynamic Billiard Best of the East - AJARA CUP 9-Ball, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის ბილიარდის საბჭოსა (EEBC) და მაკ მარკეტინგის (Mak Marketing) ეგიდით ატარებენ საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაცია და აჭარის ბილიარდის ფედერაცია.

ტურნირზე უკვე დარეგისტრირებულია ოთხმოცამდე მობილიარდე 12 ქვეყნიდან, რაც რეკორდული მაჩვენებელია ჩვენი ღონისძიებისთვის. რომ არა აჭარის სპორტის დეპარტამენტის ტრადიციული თანადგომა, ტურნირი ამ მასშტაბებს ვერ მიიღებდა. რეგისტრაცია გრძელდება.
Facebook-ზე გაზიარება
Facebook-ზე გაზიარება