გიორგი დიმიტრაძე საქართველოს ჩემპიონია კომბინირებულ პირამიდაში!

ჩემპიონატს ძალიან მაღალ დონეზე უმასპინძლა კლუბმა "ალაგიორი", სადაც შეიკრიბა 32 უძლიერესი ქართველი მობილიარდე, რომლებიც სამი დღის განმავლობაში იბრძოდნენ საპრიზო ადგილებისათვის.

გიორგის ასპარეზობა შთამბეჭდავი იყო - ხუთი შეხვედრა და ხუთივეში გამარჯვება!