ხელდამშვენებული ვბრუნდებით თელავიდან, სადაც სამი დღე მიმდინარეობდა საქართველოს ჩემპიონატი დინამიურ პირამიდაში.

წარმატებით იასპარეზა ჩვენი გუნდის ლიდერმა, სპორტის ოსტატმა გიორგი დიმიტრაძემ, რომელიც საქართველოს 2025 ჩემპიონი გახდა, ხოლო სპორტის ოსტატი ნუგზარ თებიძე ბრინჯაოს მედალოსანია.

რვა საუკეთესოში მოხვდნენ ბათუმელები ნიკოლოზ ანთაძე და ბექა დევაძე.