Giorgi Dimitradze is the Georgian champion in combined pyramid!
13.10.2025გიორგი დიმიტრაძე საქართველოს ჩემპიონია კომბინირებულ პირამიდაში! ჩემპიონატს ძალიან მაღალ დონეზე უმასპინძლა კლუბმა "ალაგიორი", სადაც შეიკრიბა 32 უძლიერესი ქართველი მობილიარდე, რომლებიც სამი დღის განმავლობაში იბრძოდნენ საპრიზო ადგილებისათვის. გიორგის ასპარეზობა შთამბეჭდავი იყო - ხუთი შეხვედრა და ხუთივეში გამარჯვება!
