დავით ავაკიანმა პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა

🇵🇱 პოლონეთის ქალაქ გდანსკში ქართველმა პულისტებმა ასპარეზობა დაასრულეს. საუკეთესო შედეგი დავით ავაკიანმა აჩვენა, რომელმაც ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა. 🥉
🏆 დავით ავაკიანმა ჯგუფურ ეტაპზე უდანაკარგოდ იასპარეზა, პლეი-ოფის შეხვედრებში კი ორი უძლიერესი სპორტსმენი — ტომაშ კაპლანი და უბერტ ლოპოტკო დაამარცხა. შედეგად, საქართველოს პირველი ნომერი ნახევარფინალში გავიდა, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშესთან, დანიელ მაციოლთან, დათმო შეხვედრა.
🎱 საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა გიორგი დიმიტრაძემაც, რომელსაც საპრიზო ადგილამდე ერთი გამარჯვება დააკლდა და მეხუთე ადგილი დაიკავა.
🇬🇪 შეგახსენებთ, რომ საქართველო პოლონეთის ქალაქ გდანსკში რვა სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

Facebook-ზე გაზიარება
Facebook-ზე გაზიარება