ბათუმში, საბილიარდე კლუბში "პირამიდა" გვიან ღამით დასრულდა საერთაშორისო ტურნირის Dynamic Billiard Best of the East Ajara Cup ჯგუფური ეტაპი.

დღეს დილიდან 19 ქართველი, 8 პოლონელი, 6 სლოვაკი, 6 აზერბაიჯანელი, 2 თურქი და თითო სპორტსმენი კვიპროსიდან, ირანიდან და ჩინეთიდან აგრძელებენ ბრძოლას გამარჯვებისათვის.