დასრულდა საერთაშორისო ტურნირი პულში
27.08.2023ბათუმში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი პულში (სახეობა 9-იანი), რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ბილიარდის საბჭოს (EEBC) ეგიდით ჩატარდა. ტურნირში, რომელიც აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, მონაწილეობდა 51 სპორტსმენი 8 ქვეყნიდან. 8 საუკეთესოში 5 ქართველი მობილიარდე მოხვდა, თუმცა ფინალამდე ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია. ტურნირის გამარჯვებულია ლუკას ნოვაკი სლოვაკეთიდან, მეორე ადგილზე გავიდა დომენიკ იასტრები პოლონეთიდან, ხოლო ბრინჯაოს მედლები ქართველ მობილიარდეებს, გივი ძებნიაურსა და ნოდარ ბაქრაძეს ერგოთ.
