2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბათუმში

12.08.2018
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, უკრაინელი დიმიტრი ბელაზიოროვი ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი ფინალისტი გახდა. ხვალ 12 საათზე მას ფინალში დაუპირისპირდება მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, მსოფლიო ჩემპიონი იოსიფ აბრამოვი რუსეთიდან. რვა საუკეთესოში მოხვდა სამი ქართველი მობილიარდე - გიორგი დიმიტრაძე და ნუგზარ თებიძე ბათუმიდან, ირაკლი სირბილაძე ქუთაისიდან. ირაკლიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს ჩემპიონატის მოგება შემთხვევითი არ იყო, მეოთხედფინალში დაამარცხა გიორგი დიმიტრაძე და ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ხვალ 12 საათზე სუპერფინალია, გელოდებით საბილიარდე კლუბ "პირამიდაში".
< უკან დაბრუნება