შემაჯამებელი ჩემპიონატი პულში

09.12.2025
📢 7 დეკემბერს დასრულდა შემაჯამებელი ჩემპიონატი პულში, სადაც გამარჯვება დავით ავაკიანმა მოიპოვა.

🔥 დავით ავაკიანმა ფინალში ნოდარ ბაქრაძეს, დაძაბულ შეხვედრაში აჯობა და ჩემპიონობა იზეიმა.

🎱 შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატში საქარველოს 16 საუკეთესო პულისტი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იყვნენ აჭარისა და იმერეთის რეგიონის წარმომადგენლები.

🤝 ღონისძიება საქართველოს ბილიარდის ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ტურნირს ორი დღის განმავლობაში ბილიარდის კლუბი "ბალტიმორი" მასპინძლობდა.
Facebook-ზე გაზიარება
Facebook-ზე გაზიარება