უფასო მასტერკლასები 18-წლამდელთა ჩემპიონატისთვის

27.11.2025
🔥 საქართველოს 18-წლამდელთა შორის ჩემპიონატისთვის უფასო მასტერკლასები იწყება!

🎯 მასტერკლასები 3 ეტაპად გაიმართება, რომელსაც თბილისში ქვეყნის ყველაზე წარმატებული პულისტები - ნოდარ ბაქრაძე და დავით ავაკიანი გაუძღვებიან.

📅 მასტერკლასების განრიგი:
📍 29 ნოემბერი, შაბათი, 12:00 საათი - ბილიარდის კლუბი "ბალტიმორი" (სანზონა, ჩარგლის ქუჩა N52)
📍 6 დეკემბერი, შაბათი, 17:00 საათი - ბილიარდის კლუბი "ბალტიმორი" (სანზონა, ჩარგლის ქუჩა N52)
📍 9 დეკემბერი, სამშაბათი 19:00 საათი - ბილიარდის კლუბი "რიო" (ვაჟა-ფშაველას გამზირი N45)

🎯 ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მასტერკლასები ბათუმსა და ქუთაისშიც ჩატარდება, რომელსაც ადგილობრივი წარმატებული სპორტსმენები წარუღვებიან.

🏆 შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი 18-წლამდელებს შორის პულის სახეობა 10-იანში, 13-14 დეკემბერს, ბილიარდის კლუბ "ბალტიმორში" გაიმართება.

ღონისძიებები პროექტის - "2028 ახალი თაობა" ფარგლებში ტარდება, რომელსაც საქართველოს ბილიარდის ფედერაცია, სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.
Facebook-ზე გაზიარება
Facebook-ზე გაზიარება