ტურნირი საბილიარდე კლუბ "CUE CLUB" - ში

26.10.2025
ბათუმში, საბილიარდე კლუბში "CUE CLUB" დასრულდა ტურნირი "CUE CLUB OPEN", რომლის გამარჯვებულიც აჭარის ნაკრები გუნდის წევრი, 14 წლის ლევან კიკალიშვილი გახდა. ეს გამარჯვება მისთვის დამატებითი სტიმული იქნება, ვინაიდან ხვალ დილით ის, აჭარის ბილიარდის ფედერაციის გენ.მდივანთან, კახაბერ შაქარიშვილთან ერთად მიემგზავრება ქ.კიშინიოვში, სადაც 28-31 ოქტომბერს გაიმართება ევროპის იუნიორთა ჩემპიონატი თავისუფალ პირამიდაში. ეს პირველი პრეცენდენტია ქართველი მობილიარდის მონაწილეობისა ევროპის იუნიორთა ჩემპიონატში. წარმატებები ლევანს!
Facebook-ზე გაზიარება
Facebook-ზე გაზიარება