საქართველოს ჩემპიონატი კომბინირებულ პირამიდაში
11.10.2025ქ.თბილისში, საბილიარდე კლუბში "ალაგიორი" მეორე დღეა მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი კომბინირებულ პირამიდაში. ეს დღე განსაკუთრებით სასიხარულო იყო აჭარის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრის, 14 წლის ლევან კიკალიშვილისათვის. მესამე წრეში, გამოცდილ მოწინააღმდეგესთან მოპოვებულ გამარჯვების სიხარულს დაემატა სასიამოვნო სიურპრიზი - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდმა ლევანს გადასცა პირამიდაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური. ბილიარდის ეროვნული ფედერაცია და ზემოთაღნიშნული ფონდი სრულად დააფინანსებენ ახალგაზრდა სპორტსმენის მონაწილეობას ჩემპიონატში, რომელიც 28-31 ოქტომბერს ქ.კიშინიოვში გაიმართება.
