ბათუმში, საბილიარდე კლუბში "პირამიდა", დაიწყო საქართველოს ღია პირველობა ვეტერანთა შორის (60+) კომბინირებულ პირამიდაში.

წელს პირველად შემოგვიერთდნენ უცხოელი მონაწილეები გერმანიიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.

ფოტოზე ხედავთ ტურნირის უხუცეს მონაწილეს, 89 წლის მურმან ერქომაიშვილს (ოზურგეთი) და უკრაინელ სერგეი პოროშკევიჩს, რომლებიც პირველ წრეში შეხვდნენ ერთმანეთს.