პულში საერთაშორისო ტურნირი Tbilisi Open

28.04.2024
ქ.თბილისში დაიწყო პულში საერთაშორისო ტურნირის Tbilisi Open დასკვნითი დღე. ტურნირში, აჭარის სპორტის დეპარტამენტის დაფინანსებით, მონაწილეობდა აჭარის ნაკრები გუნდი სამი კაცის შემადგენლობით. ფოტოზე ხედავთ მერვედფინალის მონაწილეებს, რომლებიც დღეს მედლებისათვის იბრძოლებენ. 16 საუკეთესოშია 7 ქართველი, 4 აზერბაიჯანელი, ორი პოლონელი, ორი ჩეხი და ერთი ჩინელი მობილიარდე. საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლას აგრძელებენ ბათუმელი სპორტსმენები გიორგი დიმიტრაძე და რუსლან თებიძე, რომლებიც სამწუხაროდ მერვედფინალში ხვდებიან ერთმანეთს და ერთ-ერთი მათგანი გამოეთიშება ტურნირს.
< უკან დაბრუნება