უხუცესი და უმრწემესი მონაწილე AJARA CUP ტურნირზე

26.08.2023
სურათზე ხედავთ პულში საერთაშორისო ტურნირის, "AJARA CUP"-ის უხუცეს მონაწილეს პოლონეთიდან, 68 წლის ვლადისლავ კვაშნევსკისა და უმრწემეს მონაწილეს ბათუმიდან ალექსანდრე სოლომონიძეს. ტურნირი, რომელიც დღეს დილით დაიწყო საბილიარდე კლუბში "პირამიდა" და რომელშიც 8 ქვეყნის 51 მობილიარდე მონაწილეობს ძალზე საინტერესოდ მიმდინარეობს. გვიან საღამოს გაირკვა ოლიმპიური ეტაპის 16 მონაწილე, რომელთა შორის თითო პოლონელი, ჩეხი, ბელარუსი და აზერბაიჯანელი სპორტსმენია, 2 მოთამაშითაა წარმოდგენილი სლოვაკეთი, ხოლო საქართველოს მერვედფინალში 10.მობილიარდე ჰყავს.
< უკან დაბრუნება